English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გოგიტა თოდრაძე
დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები და მისი შეფასების პრაქტიკა საქართველოში

ანოტაცია

საერთაშორისო პრაქტიკაში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფა­სე­ბის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია სამუშაო ძალის, სასაქონლო ნაკა­დე­ბისა და მიწოდებაზე დაფუძნებული მეთოდები.

საქართველოში, ზემოთ აღნიშნულ მეთოდებთან ერთად, დაუკვირვებადი ეკონომიკის შესაფასებლად, საქსტატის მიერ პერიოდულად ტარდებასპეციალური კვლევები სხვადასხვა სექტორში, რომლის შედეგადაც 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონო­მი­კაში დაუკ­ვირ­ვებადი ეკონომიკის წილი 13%-ის ფარგლებშია. თუმცა, მისი მასშტაბები მნიშვნე­ლოვნად განსხვავებულია დარგების მიხედვით. სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებთან ერთად, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების ფართოდ გამოყენებაც. 

საკვანძო სიტყვები: დაუკვირვებადი ეკონომიკა, აღურიცხავი ეკონომიკა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, ფარული ეკონომიკა, ეროვნული ანგარიშები. 

შესავალი 

ეროვნული ანგარიშების წარმოებისას მნიშვნელოვანია შესაბამის გაანგარიშებებში ეკო­ნო­­მი­კუ­რი საქმიანობის შედეგების სრული მოცულობით გათვალისწინება. ამ მიმარ­თულებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის შე­დე­­­გებში სტატისტიკურ აღ­რიცხვას დაუქვემდებარებელი ნაწილის - ე. წ. “დაუკვირ­ვე­ბა­დი ეკონომიკის“- ადეკვატური გაზომვა.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით,“დაუკვირვებადი ეკონომიკა” განი­­სა­­ზღვრე­ბა ფა­­რული, არაკანონიერი და არაფორმალური ეკონომიკის სფეროებში ისეთი საქმია­ნო­ბის შედე­გების მოცულობით, რომელიც არ არის მოცული მონაცემთა შეგრო­ვების რეგუ­ლა­­რუ­ლი სტატისტიკური გამოკვლევებით. აქედან გამომდინარე, ფისკალური თვალ­საზ­რი­სით, ტერმინი“დაუკვირვებადი ეკო­­­ნომიკა” არ ემთხვევა ფარულ (ჩრდი­ლო­ვან), ან იატაკ­ქვეშა ეკო­ნომიკის ცნე­ბას. თუმცა, ამ ცნებებით აღწერილ მოვლენებს შორის,რასაკ­ვირ­­ველია, არსებობს გარკვეული კავშირები.

ძირითადი შინაარსი

დაუკვირვებადი ეკონომიკა დამახასიათებელია ყველა ქვეყნისათვის,  მისი ზომის და გან­ვითარების დონის მიუხე­და­ვად. აღნიშნული საკით­ხი განსაკუთრებით აქტუა­ლუ­რია გარდამავალი ეკო­ნომიკის ქვეყ­ნებისათვის, რომლებშიც სწრაფ ინსტიტუციურ და სტრუქ­­ტუ­რულ ცვლილებებს, ჩამოუყალიბებელ საფინანსო და საგადასახადო სის­ტე­მებს, რო­­გორც წესი, თან სდევს ეკონომიკური ერთეულების არარეგისტრირებული საქ­მია­­ნობის, სტა­ტის­ტიკურ გამოკვ­ლე­ვაში ეკონომიკურ მაჩვენებელთა დამახინჯება ან სა­ერ­­თოდ არ წარ­­მოდ­გენა. ასეთ პირობებში აღუ­რიცხავი ეკონომიკის მოცულობა მნი­შვნე­­­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა და მისი გავლენა ეკონომიკის სტრუქტურაზე, მთლიანი შიდა პრო­­დუქტის მოცუ­ლო­ბასა და სხვა მაკრო­ეკო­ნო­მიკურ აგრეგატებზე არსე­ბითია[საქარ­თვე­­ლოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (2001), დაუკვირვებადი ეკონომიკა საქართველოში, გვ. 5-6.].

მთლია­ნი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებისას საერთაშორისო მეთოდო­ლო­გია ითვა­ლის­­წინებს დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასებასაც. დაუკვირვებადი ეკონო­მი­კა იზო­მე­ბა საქ­მია­ნობის სახეების მიხედვით სტატისტიკური ინფორმაციის არსებულ სტან­დარ­­ტულ წყა­როებში სხვადასხვა მიზეზით მოუცველი საქმიანობის, პროდუქციის, შემო­სავ­­ლების, მოხ­მა­რების ან სხვა ეკონომიკური ოპერაციების მოცულობით.დაუკვირ­ვება­დი ეკონო­მიკა მოიცავს: ჩრდი­ლოვან ეკონომიკას, არაფორმალური სექტორის წარმოებას, ასევე შინა­მეურნეობების წარ­მოე­ბას საკუთარი მოხმარებისათვის.

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებისას გამოიყენება მონა­ცემ­თა სხვადასხვა წყარო, კერძოდ:

საქსტატის მონაცემები:

ა) ბიზნეს სტატისტიკის კვარტალური და წლიური გამოკვლევის შედეგები;

ბ) შინამეურნეობების კვარტალური კვლევის მონაცემები;

გ) სოფლის მეურნეობის სტატისტიკის კვარტალური და წლიური გამო­კვლე­ვის

მო­ნა­ცე­მები;

დ) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები ექსპორტისა და იმპორტის შე­სახებ;

ე) ფასების სტატისტიკის მონაცემები ინდექსების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები:

ა) ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების საქმია­ნობის შესახებ;

ბ) ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის მონაცემები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები:

ა) ყოველთვიური მონაცემები ნაერთი, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეუ­ლე­­ბის ბიუჯეტების შემოსულობების  და გადასახდელების  შესახებ;

ბ) მონაცემები დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შესახებ.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ევროსტატი განასხვავებს დაუკვირვებადი ეკო­ნომიკის რამდენიმე კატეგორიას, კერძოდ:

  • ფარული ეკონომიკა - როდესაც საქმიანობა ლეგალურია, თუმცა მწარმოე­ბ­ლე­­­ბი არ არიან დარეგისტრირებულნი(მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები, მო­ვაჭ­რე­ები, საცხობების მფლობელები);
  • არალეგალური წარმოება (მაგალითად, პროსტიტუცია, ნარკომანია, მარი­ხუ­ა­­ნის წარ­მო­ება);
  • მწარმოებლები, რომლებიც არ არიან ვალდებულნი დარეგისტრირდნენ (მა­­­­­გა­­­­­ლი­­თად, სა­­კუთარ მამულში მომუშავე პირები, ყვავილების მწარმოებლები, ძიძები,  რე­პე­ტი­ტო­რები);
  • სტატისტიკური დაკვირვების მიღმა დარჩენილი რეგისტრირებული იური­დი­­უ­­­ლი და ფიზიკური პირები;
  • არასრული  დეკლარირება ასევე განიხილება დაუკვირვებადი ეკონომიკის ერთ-ერთ კატეგორიად, როდესაც რესპოდენტები დეკლარირებისას აჩვენებენ შემოსავლებს შემ­ცირებული მოცულობით, ან ხარჯებს - მეტობით.
  • სტატისტიკური ცდომილება მონაცემთა შეფასებისას, რომლის მიზეზი შე­იძ­­ლე­­ბა იყოს უხარისხო პოპულაცია (გენერალური ერთობლიობა), არასწორი შერჩევის მე­თო­დი, შერ­ჩევის არასაკმარისი ზომა და სხვა.

დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასებისათვის გამოიყენება როგორც პირდაპირი კვლე­ვის, ისე არაპირდაპირი შეფასების მეთოდები. ამასთან, ევროსტატის მიერ რეკომენ­დე­ბულია სხვადასხვა სახის მეთოდები, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცე­ლე­ბუ­ლია:

  • სამუშაო ძალის მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაო ძალის და ბიზნეს სტატის­ტიკის გა­მოკვლევიდან მიღებული დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ მონაცე­მე­ბის ერთმა­ნეთ­თან შედარებას, რის საფუძველზეც მიიღება დაუკვირვებადი ეკო­ნო­მი­კის კოეფი­ცი­ენ­ტი.
  • მიწოდებაზე დაფუძნებული მეთოდი -ითვალისწინებს გამოყენებული ნედ­ლეუ­ლის მოცულობის მიხედვით მთლიანი გამოშვების შეფასებას. აღნიშნული მეთო­დი უმე­ტეს­წილად გამოი­ყენება სოფლის მეურნეობის დარგში, კვარტალური გა­მოშ­­ვე­ბის გაანგა­რი­შებისას (მაგალითად, ნათესი ფართობი x საშუალო მოსავ­ლიანობაზე=სოფლის მეურ­ნე­ობის დარგის გამოშვებას).
  • მოთხოვნაზე დაფუძნებული მეთოდი: საბოლოო მოხმარება + ექსპორტი + შუა­ლე­დუ­რი მოხმარება.
  • სასაქონლო ნაკადების მეთოდი (რესურსებისა და გამოყენების მეთოდი) - ეფუძ­ნება რე­სურსებისა და გამოყენების ცხრილების (SUT) დაბალანსების მეთოდს და წარ­მო­ად­­­­გენს გამოშვებისა და მოხმარების შედარებას, რომელიც გამოიყენება არასრუ­ლი დეკ­ლა­­რირების შესაფასებლად.
  • ფისკალური მონაცემების და ადმინისტრაციული წყაროების მეთოდი გულის­ხმობს შე­ფასებას ფისკალური სტატისტიკისა და სხვადასხვა სახის ადმინის­ტრა­ციუ­ლი მო­ნა­­ცემების საფუძველზე.
  • სპეციალური კვლევები -  რომელიც ტარდება ქვეყნის ოფიციალური სტატის­ტი­კის მწარ­­მოებელი უწყების მიერ პერიოდულად (რამდენიმე წელიწადში ერთხელ), სხვა­და­­სხვა სექტორში, რომლის შედეგად მიიღება დაუკვირვებადი ეკონომიკის კოეფი­ციენ­­ტე­­­ბი. მსგავსი ტიპის კვლევები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს დაუკ­ვირვე­ბა­დი ეკონომიკის შესაფა­სებ­ლად.
  • ექსპერტული შეფასება, რაც ეფუძნება სხვადასხვა სახის დაშვებებს და მო­დე­ლებს.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფა­სე­ბისას სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია სამუშაო ძალის, სასაქონლო ნაკა­დე­ბისა და მიწოდებაზე დაფუძნებული მეთოდები (იხ. ცხრილი 1)

ცხრილი 1

დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა 

 

სამუშაო ძალის

მეთოდი

სასაქონლო

ნაკადების

მეთოდი

ექსპერტული

შეფასება

ფისკალური

მონაცემების

მეთოდი

სპეციალური

კვლევები

მოთხოვნაზე

დაფუძნებული

მეთოდი

მიწოდებაზე

დაფუძნებული

მეთოდი

ბულგარეთი

X

X

 

 

X

X

X

ესტონეთი

X

 

X

X

 

 

X

ჩეხეთი

X

 X

X

X

 

 

X

ხორვატია

X

 

 

X

 

 

X

რუმინეთი

X

X

 

X

X

 

X

გერმანია

X

X

 

X

X

 

X

შვედეთი

X

X

 

X

X

 

X

საფრანგეთი

X

 

 

X

 

 

X

ფინეთი

X

 

 

X

 

 

X

ალბანეთი

X

 

X

 

 

X

X

დანია

X

X

 

 

 

 

X

საქართველო

X

X

X

 

X

 

X

აღურიცხავი ეკონომიკის მასშტაბების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება გენერალური ერთობლიობის და აქედან გამომდინარე, ბიზნეს რეგისტრის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა გამოკვლევის ფარგლებში, წარმოადგენს ეკონომიკური სუბიექტების არასრული მოცვის და აღრიცხვის ერთ-ერთი მიზეზს,  ვინაიდან სუბიექტთა შერჩევა ხორციელდება ბიზნეს რეგისტრიდან.

ჩემი აზრით, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობის შეფასებისას  სტატის­ტი­კუ­რი გამოკვლევის შედეგებთან ერთად, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ მონა­ცემ­თა წყაროების ფართოდ გამოყენება. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ სტატისტიკურ მონაცემთა მაღალი ხარისხი მიიღწევა გამოკვლევის შედეგების კომბინირებით ადმინისტრაციულ მონაცემებთან. შესაბამისად,დაუკვირვებადი ეკონო­მი­კის შეფასებისას, ნებისმიერი ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი უწყების უმ­თავ­რეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს კვლევის შედეგებთან ერთად, სხვად­ასხვა სახის ადმინისტრაციული მონაცემებისა და დამატებითი ალტერნატიული წყაროების გა­მოყენება.

აღურიცხავი ეკონომიკის ცნების განსაზღვრას საფუძვლად უდევს ეროვნული ანგა­­რიშების კონცეფციები, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის 1993 და 2008 წლების ვერ­სიე­ბის შე­საბამისად. საქსტატის შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკო­ნო­­მი­კაში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 13% იყო. თუმცა, მისი მასშტაბები მნიშვნე­ლოვნად განსხვავდებოდა ცალკეული დარგების მიხედვით.

საყურადღებოა განსხვავებული მოსაზრებები ქვეყანაში დაუკვირვებადი ეკონო­მიკის მასშტაბებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით არსებობს სხვა წყაროებიც, თუმ­ცა ისინი მნიშვნელოვნად აცდენილია საქსტატის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. კერ­ძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, საქართვე­ლო­ში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 1991-2015 წლებში საშუალოდ 65% შეადგენს[1].

ამავე ანგარიშის მიხედვით, 15,2%-ის ფარგლებშია დაუკვირვებადი ეკონომიკის წი­ლი დანიაში, 24%-ის ფარგლებშია ესტონეთში, 14%-საფრანგეთში, 12%- გერმანიაში, მაშინ როდესაც, აღნიშნული ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურის მონაცე­მებით, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი რამდენჯერმე (4-5-ჯერ) ნაკლებია ანგარიშში მოტანილ მონაცემებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეფასების დოკუმენტი განთავსებულია საერ­თა­­­შორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე, ის არ წარმოადგენს სსფ-ს ოფი­ციალურ პო­ზი­­ციას და განიხილება როგორც სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს მხო­ლოდ რამ­დე­­ნიმე პრო­ფესორის მოსაზრებას, რაც მის მთავარ ნაკლოვანებად შეიძ­ლება იქნას მიჩ­ნეული.

ამასთან, აღნიშნული გაანგარიშება ეფუძნება ეკონომეტრიკულ მოდელს, რაც შე­საძ­­ლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს რეალური სურათისგან, რასაც არაერთი ქვეყ­ნის პრაქტიკა ადასტურებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანაში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტა­ბებზე საუბ­რისას ვხელმძღვანელობთ საქსტატის მონაცემებით, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა სა­ხის კვლევებს, ადმინისტრაციულ წყაროებს და საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდ­რებულ შეფასებებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში (იხ. ცხრილი 2)წარმოდგენილია დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი დამატებულ ღირებულებაში, საქსტატის მონაცემების მიხედვით:

ცხრილი 2

დაუკვირვებადი ეკონომიკის წილიმთლიან დამატებულ ღირებულებაში, %

(2015-2018 წლები)

სექციისდასახელება (NACE 2[2])

2015

2016

2017

2018

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

12.8

13.7

14.7

15.7

სამთომოპოვებითი მრეწველობა

11.3

13.9

13.9

15.8

დამამუშავებელი მრეწველობა

14.6

15.4

13.4

13.5

ელექტროენერგიის, აირის ორთქლის ორთქლის ორთქლისდა ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება

1.1

1.1

1.0

1.0

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების ნარჩენებისმართვა ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები

11.1

14.0

11.5

6.9

მშენებლობა

4.5

4.0

10.2

12.4

საბითუმო და საცალო ვაჭრობა;   ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

18.9

12.9

16.1

15.3

ტრანსპორტი და დასაწყობება

14.6

15.3

16.0

16.6

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

53.4

42.9

51.4

54.3

ინფორმაცია და კომუნიკაცია

11.4

12.2

10.1

9.4

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

3.8

3.8

3.7

3.7

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

3.5

3.3

4.4

3.1

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

0.5

0.4

0.5

0.5

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები

4.5

3.5

3.9

3.7

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება

0.0

0.0

0.0

0.0

განათლება

20.2

18.5

16.6

17.8

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები

19.8

18.9

18.2

19.0

ხელოვნება, გართობა და დასვენება

20.2

11.4

21.3

17.7

სხვა სახის მომსახურება

52.5

47.8

44.1

42.4

სულ

12.4

10.8

12.7

13.0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი საკ­­მაოდ მაღალია მომსახურების სექტორში, კერძოდ: სასტუმროებისა და რესტორნების სექ­­­ტორში 54%-ს აღემატება, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში 17.7%-ია, გა­ნათ­ლების სექტორში - 17.8%, ჯანდაცვის სექტორში - 19%, სხვა სახის მომსახუ­რების სექ­ტორ­ში - საშუალოდ 42%-ია.

სოფლის მეურნეობის სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი დაახლოებით 16%-ის ფარგლებშია. 14-დან 15%-ის ფარგლებში მერყეობს მრეწველობის სექტორში, 15%-ია ვაჭრობის, ხოლო 12%- მშენებლობის სექტორში.

საქსტატის უახლესი მონაცემების მიხედვით, დაუკვირვებადი ეკონომიკის შედა­რე­­ბით დაბალი მასშტაბებით ხასიათდება ენერგეტიკის სექტორი (სადაც დაუკვირ­ვება­დი ეკონომიკის წილი მხოლოდ 1.0%-ია), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი (3.7%), ასევე სახელმწიფო მმართველობის (3.7%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქ­მი­ა­ნობებისსექტორი (0.5%).

საქართველოში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასების გაუმჯო­ბე­სება დაკავშირებულია 2019 წლის ნოემბერში, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008)[3] დანერგვასთან, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პრო­დუქ­ტისა (მშპ) და მთელი რი­­­გი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდო­ლოგიის შესაბამისად.

ქვეყანაში ეროვნული ანგარიშების წარმოებაში ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდ­რე­ბამ მთელ რიგი ცვლი­­­ლებები განაპირობება, რაც დაკავშირებული იყო ახალი სტან­დარ­ტის შესაბამისად სხვა­­­დასხვა სახის მაკროეკონომიკური მაჩვენე­ბლების გაანგა­რიშე­ბასთან და მონაცემთა წყა­როს არსებით გაუმჯო­ბესებასთან. ამან შედარებით გააუმჯობესა ადმი­ნისტრა­ციულ მონაცემთა დამუ­შა­ვე­ბა და დაუკ­ვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასება.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი სტან­დარ­­ტის დანერგვის შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ს დონე საშუა­ლოდ 3,7%-ით გა­­იზარდა, საიდანაც წყაროს არსებით გაუმჯობესებაზე 1,4% მოდიოდა. თუმცა, აღნიშ­ნუ­ლი მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო ნიდერლანდებსა (4.6%) და ისლან­დიაში (3.6%)[Van der Ven, 2015,11].

ეას-ის ახალ სტანდარტზე გადასვლის შე­დე­გად, 2018 წელს საქართველოში მშპ-ის დონე წინა მეთოდოლოგიით (SNA 1993)[4] გაანგარიშებულ მონაცემთან შედა­რე­ბით, 8.6%-ით გაი­ზარდა. აღნიშნულ ზრდაში მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილების გავლენა შეფასდა 3.0%-ით, ხოლო სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესების შედეგად მშპ-ის დონე 5.6%-ით გაიზარდა[5].

საქართველოში მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს ჩა­ტარდა დაუკ­ვირვებადი ეკონომიკის სპეციალური კვლევები სხვადასხვა სექტორში (სოფ­ლის მეურნეობა, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები). ამასთან ერთად, საერ­თა­შო­რი­სო სავალუტო ფონ­დის, ასევე დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურების ექსპერტების დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მე­თო­დები სხვადასხვა სექტორში.

გარდა ამისა, მოხდა შუალედური მოხმარების სტრუქტურის განახლება სპე­ცია­ლუ­რი გამოკვლევის საფუძველზე, რომელმაც მოიცვა ეკონომიკის ყველა ინსტიტუციური სექ­ტორი, ხოლო ვაჭრობის დარგში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შესაფა­სებ­ლად, სხვა წყაროებთან ერთად, გამოყენებულ იქნა ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგებიც[6].

საქართველოში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასება სპეციალური კვლევების სა­ფუძ­ველზე რეგულარულად ხორციელდება საქსტატის მიერ. ბოლო პერიოდში ყო­ველწ­ლიურად ამ მიმარ­თუ­ლებით 2-3 დარ­­გის გამოკვლევა ტარდება. პრიორიტეტი ენიჭება იმ სექტორებს, რომ­ლებშიც შე­და­რებით მაღალია დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები, ხოლო 5-6 წლიან პერიოდში ეკო­ნომიკის ყველა სექტორის მოცვა ხდება მსგავსი ტიპის კვლევებით, რაც წარმოადგენს ღირებულ რესურსს ეროვნული ანგარიშების ხარისხის გაუმჯო­ბესების თვალსაზრისით.

2019 წლს საქსტატის მიერ ჩატარებული დაუკვირვებადი ეკო­ნო­მიკის გამოკვლევის შედეგად, ზოგიერთ დარგში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები, გასულ წლებში ჩატარებული ანალოგიური გამოკვლევის შედეგებთან შედა­რებით, რომლის შედეგადაც ეკონომიკაში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 8.3%-დან 13%-მდე გაიზარდა.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე 1 წარმოდგენილია 2019 წელს ჩატარებული დაუკ­ვირ­ვე­ბადი ეკონომიკის დამოკვლევის შედეგები და მისი შედარება წლების წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებთან:

გრაფიკი 1

დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი დამატებულ ღირებულებაში, %

  

დაუკვირვებადი ეკონომიკის სპეციალური კვლევების ჩატარება საქართველოში ოფი­ციალური სტატისტიკის მწარმოებელი უწყების მიერ და­­გეგ­­მილია 2020 წლის განმავ­ლო­ბაშიც. ამ შემთხვევაში გამოკვლევა ჩატარდება განათ­ლების და უძრავი ქონებით ოპე­რა­ციების სექტორში, შესაბამისად, კერძო რეპეტიტორების და საცხოვრებელი უძრავი ქო­ნების გამქირავებელთა შემოსავლების შეფასების თვალ­საზ­რი­სით. პარალელურად, ევრო­კავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში დაგეგმილია და­უკ­ვირვებადი ეკონო­მი­კის შეფასების მეთოდების გაუმჯობესება სხვადასხვა სექ­ტორ­ში. 

დასკვნა

დაუკვირვებადი ეკონომიკის სწორი შეფა­სება სრულყოფილი ეროვნული ანგარიშების წარმოების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები შედარებით მაღალია გარდამავალი ეკო­ნომიკის მქონე ქვეყ­ნებში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მათთან განსაკუთრებით აქტუ­ა­ლურია, რომლის გადაწყვეტასაც ახდენენ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული დამატებითი მონაცემებისა და განსხვავებული მეთოდების გამო­ყე­ნე­ბის საფუძველზე.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დაუკვირვებადი ეკონომიკის რამდენიმე კატეგორიას განასხვავებენ. მათ შორისაა არასრული  დეკლარირება და არალეგალური წარმოება, ასევე შემთხვევები, როდესაც საქმიანობა ლეგალურია, მაგრამ მწარმოე­ბ­ლე­­­ბი არ რეგისტრირდებიან, ან არ არიან ვალდებულნი დარეგისტრირდნენ. სტატისტიკური დაკვირვების მიღმა დარჩენილი ეკონომიკური სუბიექტები და სტატისტიკური ცდომი­ლება - დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზთაგანია.

ევროსტატის მიერ დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფა­სე­ბის რამდენიმე მე­თოდია რეკომენდებული, თუმცა, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სამუშაო ძალის, სასაქონლო ნაკა­დე­ბისა და მიწოდებაზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები გამო­ირჩევა.

მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი დაუკვირვებადი ეკონომიკის შესაფასებლად სპეციალურ კვლევებსაც ატარებს, რომლის შედეგები გამოიყენება სხვადასხვა სექტორის რესპოდენტთა მიერ დეკლარირებული მონაცემების სრულყოფისა და მონაცემთა ხარის­ხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საქსტატის მიერ 2019 წელს, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლო­გი­ის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგად, ასევე სხვადასხვა სექტორში ჩა­­ტარებული სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს ეკონო­მი­კაში და­უ­კ­­ვირ­­ვებადი ეკონომიკის წილი 8%-დან 13%-მდე გაიზარდა, რომლის მასშტაბები მნი­შვნე­­ლოვნად განსხვავებულია დარგების მიხედვით. ბოლო მონაცემებით, დაუკვირ­ვე­ბა­დი ეკონომიკის შედარებით მაღალი წილით მომსახურების დარგები, განსაკუთრებით კი სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ჯანდაცვის, განათლების და ვაჭრობის სექტო­რე­ბი ხასიათდებიან. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  • ლოკიე ფ., ბლეიდსი დ., 2015, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (როგორ ვისწავლოთ და გა­ვი­­­გოთ), მეორე გამოცემა, განახლებული და გაფართოებული (თარგმანი ინგლისურიდან). ელ. ვერსია (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ გვერდი).
  • მინდორაშვილი მ., 2018, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. ელ. ვერსია (თსუ-ს ეკონო­მი­კისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ გვერდი).    
  • საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობების შესახებ, მეორე რე­დაქცია, საქსტატი
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. www.geostat.ge
  • საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (2001).დაუკვირვებადი ეკონო­მიკა საქართველოში,თბილისი,საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
  • Measuring theNon-ObservedEconomy, Handbook, OECD, 2002
  • Measuring informality:A statistical manualon the informal sector andinformal employment, International Labor Organization, 2013.
  • Medina L., Schneider F. (2018).Shadow Economies Around the World: What Did We Learn Over the Last 20 Years, IMF working paper.
  • Peter Van der Ven (2015). New standards for compilingnational accounts: what’s the impact on GDP and other macro-economic indicators?OECD Statistics Brief, February #20.
  • Tsakadze R., Verulashvli E., Gogoberishvili L., Todradze G. (2008). The Non-Observed Economy in Georgia, Economic Analysis and Policy Recommendations. https://www.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/GE_UNDP_Non_Observed_Economy_2008.pdf
  • System of National Accounts 2008, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 2008.
  • System of National Accounts 1993, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 1993.
  • Non-observed economy in national accounts. Surveyof country practices. UNECE, 2008
  • https://www.imf.org/en/Publications/WP/Issues/2018/01/25/Shadow-Economies-Around-the-World-What-Did-We-Learn-Over-the-Last-20-Years-45583 / /ბოლო ნახვა 10 თებერვალი, 2020/


[2]საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობების შესახებ. მეორე რედაქცია, საქსტატი

[3]System of National Accounts 2008, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 2008

[4]System of National Accounts 1993, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 1993.

[5]საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).

[6]საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)